"ვეტო იდეალური შემთხვევა იქნებოდა" - ღარიბაშვილი

18.05.24 15:27
"ვეტო იდეალური შემთხვევა იქნებოდა" - ღარიბაშვილი

რუსული კანონის ირგვლივ შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ვეტოში ხედავს.

"ოცნების" თავმჯდომარემ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრეზიდენტი ვეტოზე დასაბუთების არგაკეთების გამო გააკრიტიკა, სალომე ზურაბიშვილი მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, "პრეზიდენტადწოდებულთან" ერთად პრეზიდენტადაც მოიხსენია და ისიც აღიარა, რომ სწორედ ვეტოს უფლების გამოყენება იდეალური გამოსავალი იქნება.

მე მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება და ერთ-ერთ უცხოურ არხს მან უთხრა, რომ ის უნდა ჩაუდგეს სათავეში ამ ევროპულ პლატფორმას. თუ გამოდიხარ და გაქვს პრეტენზია, რომ გახდე ლიდერი, ლიდერმა უნდა თქვას აზრი, მაშინ რას სთავაზობს საზოგადოებას. თუ არ იძახი და უბრალოდ გაბუტული ბავშვივით გინდა თქვა, რომ მე ვეტოზე დასაბუთებას არ გავაკეთებ, ეს არასწორი, არაკონსტრუქციული, არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. (ოცნებამ) თქვეს, რომ მზად არის გუნდი დისკუსიისთვის. თუ პროცედურულად სხვა გამოსავალი ამ სიტუაციაში არ არსებობს, ალბათ ამას გულსიხმობდნენ ჩვენი კოლეგები. თუ ვეტო არის გამოსავალი და თუ ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც ამ სიტუაციას განმუხტავს და ყველა ჩართულ მხარეს დაამშვიდებს და დააწყანრებს და მიაღებინებს იმას, რაც მისაღებია, მემგონი ეს იდეალური შემთხვევა იქნებოდა", - ამბობს ღარიბაშვილი. 

მსგავსი სიახლეები