რა გველოდება თუ საქართველოს მთავრობა დასანცქირდება?
რა გველოდება თუ საქართველოს მთავრობა დასანცქირდება - ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთარ აბესაძე.
აბესაძე ყველა იმ საფრთხეზე საუბრობს, რაც "ოცნებამ" რუსული კანონის დამტკიცებით შეუქმნა საკუთარი გუნდის წევრებს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს
1️⃣ სანქცირებული მთავრობის პირობებში ყველანაირი საერთაშორისო კორპორაცია შეწყვეტს თანამშრომლობას და ქვეყანში აღარ შემოვა მსხვილი დასავლური ინვესტიციები.
2️⃣ საქართველოში შეჩერდება ERASMUS (სტუდენტებისა და პროფერორ-მასწავლებლების გაცვლითი პროექტები ევროკქვშირში), USAID, EBRD (ახალი ავტობუსები ვინც გვიყიდა და ა.შ) სავალუტო ფონდის და ა.შ პროექტები, რომელთა არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის (თუნდაც მაგისტრალის მშენებლობა რად ღირს)
3️⃣ საქართველოს შეუწყდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
4️⃣ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდებათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში.
5️⃣ საქართველო ვეღარ ისარგებლებს ევროკავშირისა და აშშ-ს მსხვილი გრანტებით და გრძელვადიანი სესხებით.
💶 ჯამურად საქართველო დაკარგავს წლიურად საშუალოდ 3 მლრდ ევროს.
☝️☝️☝️ ზემოთაღნიშნული ნიუანსები გამოიწვევს:
❌ ინფლაციას
❌ ფასების ზრდას
❌ უმუშევრობას
❌ საერთაშორისო იზოლაციას
❌ მასიურ არალეგალურ მიგრაციას.
✊ გაიწვიეთ ეს მავნებლური კანონი უკან და არ დაძლიოთ ვეტო", - წერს ოთარ აბესაძე.