ნატა ფერაძეს მოუწია ქვეყნის დატოვება, დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით - გვარამია
ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია, წერს.
გვარამია მხარდაჭერას უცხადებს ფერაძეს და წერს, რომ "ასე კარგავენ სამშობლოს ადამიანები"
"ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით.
მეგობრებო, ბელორუსში მეტი კი არაფერი ხდება!
მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა!
მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება!
მხარდაჭერა ნატას და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს! ძირს უზურპატორი ივანიშვილი!" - წერს ნიკა გვარამია.
გუშინ ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყნის დატოვება უწევდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია.