"ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

18.05.24 18:06
"ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო დაადო - "ეს კანონი უნდა გაუქმდეს"- თქვა რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილმა. 

დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები