სპეცრაზმელების სისასტიკე - აგროვებს თუ არა მომიტინგეების სასტიკად ცემის ვიდეოების ბიძინა ივანიშვილისთვის?

18.05.24 20:32
სპეცრაზმელების სისასტიკე - აგროვებს თუ არა მომიტინგეების სასტიკად ცემის ვიდეოების ბიძინა ივანიშვილისთვის?

სპეცრაზმელების სისასტიკე - "შაბათის ეთერი" უმძიმეს კადრებს და ინტერვიუებს ასაჯაროებს, რომლებიც გომელაურის უწყების თანამშრომელთა სისასტიკეს ასახავს. 

  • აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენეს პოლიციის შეფი, რომელსაც მანამდე დაკავებულის ოჯახი სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს.  წინა ხაზზე იდგა პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ გლდანში ნიკა მელიამ დაკბინა. 
  • სადამსჯელო რაზმების კონტროლი ჩაბარებული აქვს მილერი ლაგაზაურს, ყველაფერს მართავს ზვიად ხაზარიშვილი იგივე ხარება. 

"შაბათის ეთერის" ჟურნასლიტური გამოძიებით დგინდება, რომ მიტინგებზე ათასობით სპეცრაზმელს შორის, არსებობს ერთი სადამსჯელო ბრიგადა, რომლის მისიაც, უკვე დაკავებული ადამიანების ისე ცემაა, რომ მიყენებული დაზიანებები დიდხანს ხილული იყო. ყველა დაზარალებული, ჰყვება, რომ სასტიკი გაუსწრებინებია შემდეგ მათ მობილურით კადრებს უღებდნენ. 

ჩნდება კითხვა, იღებენ და აარქივებენ თუ არა ამ კადრებს თავად ივანიშვილისთვის რომ დაარწმუნონ, როგორ სრულდება მისი გაცემული დავალება. 

ჟავერები ასე მუშაობენ:

  • წინა რიგში მყოფი, ნიღაბ შემოსული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, არჩევს ობიექტს, ვინც სპეცრაზმის კორდონს მიღმა უნდა შეითრიოს. ჯერ შემაღლებულ ადგილზე მდგომი სპეცრაზმელი მომიტინგეს ლაზერით ნიშნავს შემდეგ უღებენ, ფოტოს, სავარაუდოდ, ზემდგომთან გადასაგზავნად, დასტურების მიღების შემდეგ, კი პოლიციის ხალხმრავალ კორდონი იხსნება და ერთ ჯგუფი აქციის მონაწილეებიდან წინასწარ მონიშნულ მომიტინგეს იტაცებს და კორდონს შიგნით შეათრევს. შემდეგ უკვე იწყება სასტიკი მეთოდებით ანგარიშსწორება. დაზიანებები რომ უფრო მძიმე იყოს, ხელკეტების გარდა, სპეცრაზმელები იყენებენ ე.წ. კასტეტსაც. 

ვინ არის მილერი, რომელიც მომიტინგეებზე ძალადობის არაერთი ფაქტის დროს "შაბათის კამერამ" ადგილზე დააფიქსირა?

მილერი ლაგაზაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" მარჯვენა ხელია. 

აქციებზე გამოიყვანეს თემუკა კალანდაძე, ის ძალოვანი უწყებიდან რამდენჯერმე გაუშვეს, თუმცა გომელაურმა სისტემაში ისევ დააბრუნა. პოლიციის მაღალჩინოსნისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, არც სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე, რაშიც მას მოქალაქე ადანაშაულებდა, არც არაადამიანურ  მოპყრობის ფაქტზე, როდესაც დაზარალებულის მტკიცებით, მოქალაქე  პოლიციის შენობაში წყლის ბოთლებით ცემა   და არც რეგიონებში  აქციებზე გამოსული ხალხის  დარბევაზე. 

 რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პირისპირ დგას მირიან ქავთარაძეც. პოლიციელი, რომელიც პოსტზე ბერას ძმაკაცის  და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის „კაწროს“ რეკომენდაციით დანიშნეს. არაერთ სკანდალში გახვეული სამართალდამცველი  ცოტახნის წინ, გავრცელებული ცნობით სისტემიდან შავი სამყაროს წარმომადგენელთან ინფორმაციის  გატანის გამო გაუშვეს, თუმცა გომელაურმა, როგორც ჩანს უკან დააბრუნა.

  • მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელიც პოლიციელი ამტკიცებდა, რომ გლდანში ერთ- ერთ აქციაზე დაპირისპირების დროს   ის ოპოზიციონერმა ნიკა მელიამ დაკბინა.

ბოლოს, თვე და ათი დღეა მთელი ქვეყანა პოლიციელების მხრიდან  სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებას და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უპრეცედენტო ძალადობის ფაქტებს პირაპირ ეთერში უყურებს, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არც დაკავებულია და არც გამოკითხული არ არის. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებით კი იზოლატორები სავსეა.

მშვიდობიანი მომიტინგეების რუსული მეთოდით დარბევა - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები