ვთხოვე EU-ს უმაღლეს წარმომადგენელს, მოამზადოს სანქციები ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი თიის როიტენი საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ განცხადებას ავრცელებს - "ახლა საქართველოს პარლამენტს აქვს საბოლოო შანსი, გააკეთოს სწორი არჩევანი"- დააწერა ევროპარლამენტარმა ცოტსა ხნის წინ.
თიის როიტენის თქმით, პარლამენტმა მთლიანად უნდა გააუქმოს კანონი.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სთხოვს, მოამზადოს სანქციები ყველა იმ დეპუტატისთვის, ვინც ვეტოს დაძლევას დაუჭერს მხარს:
"მე ვთხოვე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, მოამზადოს სანქციები ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, ვინც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას." წერს ევროპარლამენტარი.
სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო.