არა რუსულ რეჟიმს! - აქცია ბათუმში

18.05.24 20:11
არა რუსულ რეჟიმს! - აქცია ბათუმში

"არა რუსულ კანონს! - ბათუმში სტუდენტების აქცია გრძელდება. ახალგაზრდები ბსუ-ს შენობასთან შეიკრიბნენ და მსვლელობას გეგმავენ. 

ადგილზე მიიტანეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. "არა რუსულ რეჟიმს!" - სკანდორებენ აქციის მონაწილეები. 

ბათუმში იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე. 

 

მსგავსი სიახლეები