ივანიშვილის ერთადერთმა ქალიშვილმა სახელი შეცვალა - ვივიენი ამერიკული პასპორტის მიღებას ცდილობს

18.05.24 21:41
ივანიშვილის ერთადერთმა ქალიშვილმა სახელი შეცვალა - ვივიენი ამერიკული პასპორტის მიღებას ცდილობს

ბიძინა ივანიშვილის ერთადერთმა ქალიშვილმა, ქართული სახელი ამერიკაში შეიცვალა და შეერთებული შტატების მოქალაქეობის მიღებას ცდილობდა. გვანცა ივანიშვილი ახლა ვივიენ ივანიშვილია. 

როგორია სურათი? - უტა ივანიშვილი საფრანგეთში, ბერა ივანიშვილი - ბრაზილიაში და გვანცა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში - ოლიგარქის 4-დან 2 შვილი იმ ქვეყნებში ცხოვრობენ, რომლებსაც ის და მისი გუნდი გლობალური ომის პარტიის სამშობლოდ მოიხსენიებენ. 

26 წლის ვივიენ ივანიშვილი ახლა ჩიკაგოში, სარეაბილიტაციო ცენტრის მოზაიკას არტ თერაპევტია, ის პაციენტებს თვითშემეცნების გაღრმავებაში, სტრესის დაძლევასა და რთული პერიოდების გადალახვაში ეხმარება. "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ გვანცა ივანიშვილის ჩიკაგოში ცხოვრობს და ფსიქოლოგის დიპლომის მიღების შემდეგ, ჩიკაგოს ხელოვნების სკოლაში ახალ პროფესიას ეუფლება, ის მაგისტრატურის მესამე კურსზეა და სწავლას ცნობილი ამერიკელი ფსიქოთერაპევტის ფეიჯ ბარლის ზედამხედველით გადის. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოლიგარქის ერთადერთი ქალიშვილისთვის, ვივიენ ივანიშვილისთვის ამერიკული პასპორტის მოპოვების გრძელ გზას ამერიკელი ადვოკატები ინვესტორის ხაზით ცდილობდნენ. 

ივანიშვილის შვილები - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი
 

მსგავსი სიახლეები