ე.წ. ოფშორების კანონზე "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - რას ამბობენ ოპოზიციაში
ქართულ ოცნებას კიდევ ერთი ვეტო აქვს დასაძლევი. ოფშორების კანონზე მსჯელობა პარლამენტში ერთ საათში იწყება.
ივანიშვილის პარტია არ იზიარებს პრეზიდენტის შენიშვნას, რომ საგადასახო კოდექსში შესატანი ცვლილებები პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია.
კანონპროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია. დეპუტატები აცხადებენ, რომ კანონში შესწორება ბიძინა ივანიშვილის და რუსი ოლიგარქების აქტივების დასაცავად შეიტანეს. მოსალოდნელი სანქციებიის შიშით ოლიგარქები უსაფრთხო ადგილს ეძებენ - ქონები დასაბინავებლად.
რა თქმა უნდა, ეს კანონი, პირველ რიგში, მიმართულია ივანიშვილის ინტერესებზე, რომ მან თავი დაიცვას სანქციებისგან და ყველა იმ ადამიანის ინტერესებისჯკენ, ვინც დასაქნცირებულია, იქნება ეს რუსი ოლიგარქი თუ სხვა, ეს არავინ არ ვიცით, მაგრამ რა შეუშზლის ხელს ვინმეს, ვინც სანქციების ქვეშაა დღეს, ისარგებლოს ამ კანონით საქართველოში. რა თქმა უნდა, ქარტული ოცნება ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს და დღესაც მიიღებს ვეტოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
ცდილობენ ისინი, დააკანონონ ოფშორების გადმოტანა საქართველოში - შავი ფულის აგრეცხვის შესაძლებლობა, მათ შორის რუსული ფულის ისე, რომ ერთი თეთრი არ დარჩეს ბიუჯეტს, რაც გამოწვევას უქმნის საქართელოს თითოეულ მოქალაქეს. პრეზიდენტის ვეტო არის გაგრძელება მისი იმ წინააღმდეგობის, რომელიც საქართველოს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ არის მიმართული,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
ეს კანონი არის მაგისთვის, რომ რუსებმა გადმოიტანონ აქ ფული, განსაკუთრებით იმ ხალხმა, ვინც დასანქცირებულია დასავლეთის მიერ. ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაც მაგას გულისხმობს, რომ იქნებ ჩინეთის ბაზარი გაიხსნას და იქნებ ვიღაცებმა ფული ჩამოიტანონ. საბოლოო ჯამში, ერთი და იგივე მიზანს ემსახურება, ეგ ყველაფერი, რომ ემზადება ქვეყნის იზოლაცუიისთვის დასავლეთის მხრიდან, რომ რაღაცნაირად მერე გადარჩეს,“ - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით 19 აპრილს დაამტკიცა.
ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.
ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღებაა, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს.