ივანიშვილი და ოფშორების სკანდალი - ოლიგარქმა თავი გადაიზღვია?!

22.04.24 20:28
 ივანიშვილი და ოფშორების სკანდალი - ოლიგარქმა თავი გადაიზღვია?!

საქართველო საერთაშორისო სკანდალის შუაგულში - რატომ მიიღო "ოცნებამ" ოფშორების კანონი დაჩქარებული წესით და რა საფრთხე იგრძნო ივანიშვილმა? ცნობილი ხდება, რომ ჯერ კიდევ 8 აპრილს, ანუ საგანგებოდ ივანიშვილისთვის მომზადებული კანონის დამტკიცებამდე ორი დღით ადრე, პანამის სასამართლომ ე.წ "პანამა ფეიფერსის" საქმის განხილვა დაიწყო. ამ საქმის ფიგურანტი კომპანიები კი წლების განმავლობაში ივანიშვილის ოფშორულ კომპანიას იურიდიულ მომსახურებას უწევდა. 

ამიტომ გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი, რომ ივანიშვილმა საფრთხე იგრძნო. რადგან თუ მოსამართლე ეჭვმიტანილების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოაცხადებს, საქმე დიდი ალბათობით ისევ გაგრძელდება და არავინ იცის, ვის კვალზე გავა გამოძიება. სავარაუდოდ, ამ მიზეზით ოლიგარქმა თავი გადაიზღვია. "ოცნებას" სასწრაფო წესით მიაღებინა კანონი და ახლა   ოფშორებში არსებულ დიდ ქონებას საქართველოში ისე გადმოიტანს, რომ ერთ თეთრსაც კი არ დახარჯავს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები