არჩევნების გაყალბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში მორიგ ცვლილებაზე

20.05.24 17:22
არჩევნების გაყალბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში მორიგ ცვლილებაზე

არჩევნების გაყალბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ასე აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას საარჩევნო კოდექსი კიდევ ერთხელ შეცვალოს.

"ოცნება" აუქმებს საკონსულტაციო ჯგუფს, სადაც სახალხო დამცველი და საერთაშორისო დამკვირვებლები შედიოდნენ.  2024 წლის არჩევნების წინ იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღების წესიც - თუ აქამდე რომელიმე საკითხის მისაღებად არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა იყო საჭირო, ახლა ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა გადაწყვეტს, რომელი საკითხი დაამტკიცოს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ცესკოს გადაფორმება სრულდება "ოცნების" მიერ და ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩვენებს, რომ ივანიშვილი საარჩევნო კომისიის სრულად დამორჩილებას გეგმავს.

საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები გაიზრდება.

მოჩვენებითი დემოკრატიაც აღარ სჭიდება უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით საკუთარი ისვრცე უნდა, რომ ამოავსოს ბიძინა ივანიშვილომა და სწორედ ამიტომ საკონსულტაციო ჯგუფი, რომელსაც ამბობენ, რომ ფუნქცია არ ჰქონდა, უნდა შესძინოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ - ეს არის სახსალხო დამცველის წარმომადგენლობა, იქ არიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, იქ არიან უცხოეული ექსპერტები და მას უნდა ეთამაშა ძალიან მნიშვნელოვანი საკონსულტაციო ორგანოს ფუნქცია.
ელემენტარულად აღარ აინტერესებთ სამოქალაქო სექტორის ჩართვა ცესკოს საქმიანობაში,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.

წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ახლა არის ქვეყანაში შექმნილი, ბუნებრივია, ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც სახელმწიფოს იმიჯზე, საერთაშორისო ასპარესზე თუ ქვეყნის შიგნით, ასევე არცევნების ლეგიტიმურობის საკითხზე, რადგანაც როგორც ჩანს, აპირებს, რომ ეს არჩევნები ჩაატაროს იუსე, როგორც პუტინი ატარებს რუსეთში არჩევნებს - პოლიციური მეთოდებით, ძლისმიერი მეთოდებით, რობოკოპების და სხვადასხვა რაზმების გამოყენებით, ადამიანების ტოტალური დაშინებით - პოლიტიკური კუთხით, ამას არ ექნება არავითარი გავლენა ჩვენზე, პოლიტიკურ აქტორებზე, იმიტომ, რომ ჩვენ ნებისმიერი თავდასხმების ფონზე, ვაპირებთ, რომ ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ რუსეთის კლანჭებიდან,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.

თანმდევი ცვლილებები მათ შორის საარჩევნო კოდექსში, ამ ყველაფრის მთავრი მიზანი იყო, რომ დემოკრატიული ჩარჩოდან გასულიყო ქართული ოცნება და ავტორიტარიზმის გზით წაეყვანა ქვეყანა, რაც კიდევ ერთხელ აშორებს საქართველოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სტანდარტებს. ბუნებრივია, თუ იქნება კიდევ უფრო მძიმე საარჩევნო გარემო, ვიდრე ამას ახლა ვხედავთ და ესეც ძალიან შორს არის დემოკრატიული სტნდარტიგსნ, კიდევ უფრო მეტი კითხვები გაჩნდება ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ხელისუფლების,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება, რომელიც საარჩევნო პერიოდში იქმნება - ამის შესახებ კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" დაარეგისტრირაცვლილებები საარჩევნო კოდექსში არჩევნებამდე 5 თვით ადრე შევა. გარდა ამისა, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა.   

მსგავსი სიახლეები