აპირებენ, ერთპარტიულად მიიღონ დადგენილებები. არც ოპოზიცია სჭირდებათ, არც მონიტორინგი - გიორგი სიორიძე

20.05.24 17:26
აპირებენ, ერთპარტიულად მიიღონ დადგენილებები. არც ოპოზიცია სჭირდებათ, არც მონიტორინგი - გიორგი სიორიძე

როგორ ცდილობს "ქარტული ოცნება" ცესკოს სრულად დამორჩილებას - "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის კანონპროექტიც "ოცნებამ" შეიმუშავა, ადასტურებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციის როლს მაქსიმალურად ამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციაში.

გიორგი სიორიძის თქმით, დადგენილებების ერთპარტიულად მიღების გარდა, საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებით, "ქართული ოცნება" ცესკოს სრულად მიტაცებას გეგმავს.

აპირებენ, რომ უბრალო უმრავლესობით მიიღონ დადგენილებებიც კი, ყველანაირი აზრი დაუკარგონ ოპოზიციის ყოფნას საარჩევნო ადმინისტრაციაში და უბრალო უმრავლესობით, ერთპარტიულად მიიღონ დადგენილებები, უისევე, როგორც იღებენ ყველა სხვა გადაწყვეტილებას.
მეორე ცვლილება ეხება საკონსულტაციო ჯგუფს, ეს გახდათ შარლ მიშელის რეოფრმის შედეგად გათვალისწინებული ჯგუფი - ახლა საერთოდ აუქმებენ, იმიტომ, რომ მათ არც ოპოზიცია სჭირდებათ, არც მონიტორინგი სჭირდებათ. მაგრამ საბოლოო ჯამში, არჩევნების ბედს წყვეტს ხალხი და არა კანონმდებელი, რომელიც დღეს არის სამწუხაროდ, ქართული ოცნება,“ - ამბობს გიორგი სიორიძე.

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება, რომელიც საარჩევნო პერიოდში იქმნება - ამის შესახებ კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" დაარეგისტრირაცვლილებები საარჩევნო კოდექსში არჩევნებამდე 5 თვით ადრე შევა. გარდა ამისა, ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა.  

მსგავსი სიახლეები