54 პროცესი ერთ დღეში - კიდევ რომელი აქტივისტი დააჯარიმა მოსამართლემ?
სამოქალაქო აქტივისტი, პარტია "დროას" წევრი, ანრი გორგილაძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რადენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ანალოგიური ჯარიმა დააკისრა რუსული კანონის კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს, საბა ცხვიტარიას.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ კი აქტივისტ ლაზარე ორდენიძესაც 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
რაც შეეხება სასამართლო პროცესზე განვითარებულ პროცესებს, დაცვის მხარე ამბობს, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც 54 აქტივისტის ბრალეულობას დაადასტურებდა.
გომელაურის უწყებამ დღეს მედიით გასული და მისივე პრესსამსახურის მიერ გადაღბული კადრები მიიტანა სასამართლოში, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ იქ არ დასტურდება, რომ რუსთაველის გამზირი ვინმემ ხელოვნურად გადაკეტა ან ახალგაზრდებმა კანონდარღვევა ჩაიდინეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სასამართლო პროცესები დილიდან მიმდინარეობს. 54 დემონსტრანტის საქმეს, 3 მოსამართლე განიხილავდა.
20 აქტივისტის, მათ შორის მსახიობ ნატალია ყიფშიძის პროცესი გადაიდო.