ამერიკა რჩება ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას - ბიძინა და მისი ბანდა, დაისჯება - სამადაშვილი
"ცხადია, ამერიკა რჩება ქართველი ხალხის მოკავშირდეს და ის, ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას, ანუ, ბიძინა და მისი ბანდა, დაისჯება" - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წევრი, სალომე სამადაშვილი Politico-ს სტატიას.
ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, თუ რატომ დააყენა ამერიკის კონგრესმა ერთდროულად საქართველოს მთავრობის სანქცირებისა და ხალხისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხი.
რატომ გადაწყვიტა ამერიკის კონგრესმა ერთდროულად დააყენოს მთავრობის სანქცირების და საქართველოს ხალხისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხი?
„ქართული ოცნების“ პროპაგანდა გასული დღეები თავგასულად საუბრობს იმაზე, რომ „მეგობრები არ ასანქცირებენ“. ესაა კლასიკური რუსული პროპაგანდის ხაზი.
ახლა, ამერიკის პოზიცია ნათელია-ქართველ ხალხს ამერიკამ არა თუ ნაკლები, არამედ მეტი დახმარება უნდა შესთავაზოს, თუ დემოკრატიული პროცესი არ შეფერხდება.
ანუ, ამერიკა რჩება ცხადია ქართველი ხალხის მოკავშირედ, ის ვინც წინ გადაეღობება ამ მეგობრობას, ბიძინა და მისი ბანდა-დაისჯება.
ესაა „მეგოვრობის აქტის“ შინაარსიც და გზავნილიც, - წერს სამადაშვილი.
MEGOBARI Act - ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის კონგრესს რამდენიმე საათში წარედგინება.
დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.
POLITICO-ს ინფორმაციით, აშშ-ში „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებაზე კანონის პროექტი მზადაა.
გამოცემის ინფორმაციით, მათ ნახეს სანქციების კანონპროექტის დრაფტი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში რუსული სტილის "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებაზე, შეიძლება დაემუქროთ აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინება.
გამოცემას წყარო ეუბნება, რომ სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელი წარმომადგენელი ჯო უილსონი კანონპროექტს ორშაბათს წარადგენს.
ამასთან, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.