შეწუხებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით - შვედი მაღალჩინოსანი
"შეწუხებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით" - ამის შესახებ შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც საქართველოზე მსჯელობენ.
მისი თქმით, ახლა დროა, საქართველომ წინ გადადგას ნაბიჯები
მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ დააჩქაროს მოლაპარაკებების გახსნა უკრაინასთან და მოლდოვასთან. მინდა ვახსენო, რომ შეწუხებული ვარ საქართველოში არსებული მდგომარეობით. დემონსტრაციები რომელსაც ვხედავთ, კანონი რომელსაც იღებენ. ახლა დროა, საქართველომ წინ გადადგას ნაბიჯები და გააგრძელოს სვლა ევროკავშირის წევრობისკენ"- ამბობს ის.
ასევე ნახეთ:
- საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს მის ხალხს - სიმონას სატუნა
- EU უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას 24 ივნისს გეგმავს - Politico