სპეცრაზმის მიერ ნაცემი მომიტინგე სასამართლომ 2300 ლარით დააჯარიმა

21.05.24 17:22
სპეცრაზმის მიერ ნაცემი მომიტინგე სასამართლომ 2300 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ აქციის მონაწილეების გასამართლება დაიწყო - 2300 ლარით დააჯარიმეს ზვიად დალაქიშვილი - რუსული კანონის მოწინააღმდეგე, რომელიც სპეცრაზმმა ჯერ გაიტაცა და შემდეგ სასტიკად ცემა.

დალაქიშვილის ცემის ფაქტს შეესწრო მისი მეგობარიც, ჩვენება სასამართლომ მოისმინა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება ისე გამოიტანა, რომ პოლიციას სიტყვაზე ენდო.

მე პოლიციასთან არანაირი, არც სიტყვიერი და არც ფიზიკური დაპირისპირება - მე დიდ პატივს ვცემ ამ ინსტიტუციას. ვმუშაობდი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, მეც მცმია ფორმა და ვიცი, რაც არის და გინება და ის, თუ მტკიცებულებებს წარმოადგენენ პოლიციას, მზად ვარ ციხეში ჩავჯდე ამ სიტყვების გამო,“ - თქვა ერთ-ერთმა მომიტინგემ სასამართლო პროცესზე.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე კლანის დავალებას ასრულებს და მიზანია ანტირუსულ აქციებში მონაწილეთა დაჯარიმება.

მოსამართლე, როდესაც 2300 ლარით დააჯარიმა დალაქიშვილი დაეყრდნო კლანის მითითებას, თორემ მტკიცებულებები არ ყოფილა. კონსტიტუციით, კოდექსით არ უხელმძღვანელია, რადგან არ იყო მტკიცებულებები. მოსამართლე მხოლოდ ეყრდნობა კლანის გადაწყვეტილებას. უნდათ, რომ რაღაც უნიჭო სპექტაკლი დადგან, სპექტაკლსაც ვერ დგამენ, იმიტომ, რომ პოლიციელები შემოდიან და იტყუებიან და ეს ჩანს სასამართლოზე,“ - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

მოსამართლემ კიდევ ერთი აქტივისტი, თორნიკე ქეთელაური 2200 ლარით დააჯარიმა. 

მსგავსი სიახლეები