"ქართული ოცნების" ოფისში 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

21.05.24 20:37
"ქართული ოცნების" ოფისში 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

"ქართული ოცნების" ოფისში 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. პარტია არ ავრცელებს ინფორმაციას, რა თემაზე იქნება ბრიფინგი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ის ვენეციის კომისიის უმკაცრეს დასკვნას ეხებოდეს.

"კატეგორიულად გირჩევთ კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებას" - წერს ვენეციის კომისია და პუნქტობრივად განიხილავს, რა მუხლები მოდის წინააღმდეგობაში ევროპულ სტანდარტებთან.

დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

მსგავსი სიახლეები