რომ კითხო მდინარაძეს, ოხანაშვილს და კობახიძეს, მთელი მსოფლიო ამხედრდა მათ წინააღმდეგ - არავინ კითხვა არ იცის, კანონებში ვერ ერკვევა - ხაბეიშვილი

21.05.24 21:29
რომ კითხო მდინარაძეს, ოხანაშვილს და კობახიძეს, მთელი მსოფლიო ამხედრდა მათ წინააღმდეგ - არავინ კითხვა არ იცის, კანონებში ვერ ერკვევა - ხაბეიშვილი

„რომ კითხო მდინარაძეს, მიქანაძეს, ოხანაშვილს და კობახიძეს, მთელი მსოფლიო ამხედრდა მათ წინააღმდეგ - არავინ კითხვა არ იცის, კანონებში ვერ ერკვევა, მხოლოდ ეს ადამიანები არიან, ეს ხომ ცინიზმია,“ - ამ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკეთებს და ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.

ხაბეიშვილის თქმით, რუსული კანონის დამტკიცება კრემლის ინტერესშია.

ამ კანონით კრემლმა იცის, რომ ევროკავშირი ამ კანონით არ მიიღებს საქართველოს. 
საქართველოს აქვს დღეს ისტორიული შანსი, რომ ევროკავშირის წევრობით მიაღწიოს რას - რომ არათუ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები, რეგიონში მთავარი დამსაქმებელი იქნება საქართველო,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.

 

მსგავსი სიახლეები