ვენეციის კომისიას "ოცნებიდან" უპასუხა დეპუტატმა, რომელსაც მანამდე ბრიფინგი არასდროს ჰქონია

21.05.24 21:08
ვენეციის კომისიას "ოცნებიდან" უპასუხა დეპუტატმა, რომელსაც მანამდე ბრიფინგი არასდროს ჰქონია

ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.

ქურასბედიანი ვენეციის კომისიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "ოცნებამ" დასკვნაში სამართლებრივი დასაბუთება ვერ ნახა.

საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! - ამბობს ქურასბედიანი და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დოკუმენტით "იმედგამაცრუებელია".

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არგუმენტი არ არსებობს.

ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების  რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს.
ამდენად გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს.

დასტურდება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, როგორც უკვე აღვნიშნე გაჯერებელია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ , პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას!

საბოლოოდ ვენეციის კომისიას ისიც კი დააწერინეს, რომ ენჯეოებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა ცუდი და არადემოკრატიულია! ცხადია, ეს ყველაფერი ძირს უთხრის ამ ინსტიტუტის სანდოობას და იმ ღირებულებებს, რომლებსაც ის უნდა ემსახურებოდეს.

ვენეციის კომისიის პარადოქსული პოზიცია, რომ NGO-ს ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაფარული უნდა იყოს, სამწუხარო და იმედგამაცრუებელია!,“ - ამბობს სალომე ქურასბედიანი.

სალომე ქურასბედიანმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა რუსული კანონის განხილვის დროს ანა ბუჩუკურისთვის კომიტეტის სხდომაზე ტელეფონის წართმევით.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

მსგავსი სიახლეები