კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში
კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში - "ოცნების" დეპუტატმა ანა ბუჩუკურს ტელეფონი წაართვა.
სალომე ქურასბედიანმა ანა ბუჩუკურს ტელეფონი ზუსტად იმ დროს წაართვა, როცა "საქართველოსთვის" დეპუტატი ალეკო ელისაშვილისა და მამუკა მდინარაძის დაპირისპირებას იღებდა.
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - დაპირისპირება რუსულ კანონზე საუბარს მოყვა. კადრში ჩანს, რომ კონფლიქტში ალეკო ელისაშვილი მონაწილეობს. რა დროსაც ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა ტრიბუნასთან მდგომ მამუკა მდინარაძესთან და მას სახეში მუშტი დაარტყა.
- ესენი უნდა გავყაროთ, რუსეთის აგენტს ცხვირ-პირში მოხვდა - ალეკო ელისაშვილის პირველი კომენტარი (ვიდეო)
- შეკვეთილი პროვოკაციაა, ელისაშვილს ფული გადაუხადეს - მამუკა მდინარაძე