დიდი ერთობა აუცილებლად იქნება, ენმ ამ ერთობის ინიციატორებიც და თუ საჭირო გახდა რიგითი წევრებიც ვიქნებით - ხაბეიშვილი
„ქართველი ხალხის დაკვეთაა კოალიციური მთავრობა, ამას ვერ გაექცევა ვერცერთი პოლიტიკური პარტია,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აკეთებს.
ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოება ერთობის მომხრეა. ხაბეიშვილის თქმით, მისი პარტია დიდი ერთობის მომხრეა.
მე არ განვიხილავ, რომ ერთობა არ იყოს... როცა ენმ-ზე ამბობენ, რომ რაღაც პრობლემაა, ჩვენ 12 წელია ამ რეჟიმის წინააღმდეგ ვართ, ხშირ შემთხვევაში მარტო ვიყავით ოპოზიციაში, არ მგონია, დამოკიდებულება სწორი, რომ 12 წელია, რომ ადამიანს თავის ჯამრთელობა და სიცოცხლე გადადებული აქვს... არავის ნიშნის მოგებით არ ველაპარაკებით, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, არანაირი წითელი ხაზები არ არსებობს. გვესმის კონკრეტული პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვენთვის უსიამოვნოა, სამწუხაროდ, მაგრამ ისიც გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ქართველ ხალხთან, რომ ყველაფერი გავეკეთოთ ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ფიზიკურად მოგვიწევს ამ ქვეყნის დაცვა.
დარწმუნებული ვარ, გარკვეული დიდი ერთობა აუცილებლად იქნება, ვიქნებით თუ არა ენმ ამ კონკრეტული ერთობის ინიციატორებიც და თუ საჭირო გახდა რიგითი წევრები? რა თქმა უნდა ვიქნებით, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის სახელმწიფოს, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი,“ - ამბობს ხაბეიშვილი.
მანამდე, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ "ლელო" არჩევნებისთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთიანი სიის შექმნის იდეას არ ემხრობა და პარტიისთვის უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ცენტრის შექმნა.