დღეს ბრიფინგზე ივანიშვილმა მორიგი მარიონეტის სახით გვითხრა, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული - ქადაგიძე

21.05.24 22:18
დღეს ბრიფინგზე ივანიშვილმა მორიგი მარიონეტის სახით გვითხრა, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული - ქადაგიძე

"დღეს ბრიფინგზე ივანიშვილმა მორიგი მარიონეტის სახით გვითხრა, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული, რომ მას არ აინტერესებს არც ჩვენი ისტორიული არჩევანი," - ამის შესახებ გიორგი ქადაგიძე "რეაქციაში" საუბრობს.

ქადაგიძე ვენეციის კომისიის დასკვნას და "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საპასუხო ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ივანიშვილის განზრახვა.

დღეს ბრიფინგზე ივანიშვილმა მორიგი მარიონეტის სახით გვითხრა, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული, რომ მას არ აინტერესებს არც ჩვენი ისტორიული არჩევანი, არც კონსტიტუციაში რა წერია, არც ბრიუსელი, არც ვაშინგტონი, აგერ უკვე ვენეციის კომისია, უბრალოდ უტიფრად ცრუობენ, მათი მოკავშირეები დარჩნენ - დუგინი, პესკოვი, ლუკაშენკო - ვინ არის, ვინც ამბობს, რომ კაი ხალხი ხართ. სამარცხვინო ხელისუფლებაა. ისინი ქმნიან ვირტუალურ რეალობას, თითქოს მათ გააჩნიათ დი9დი ძალაუფლება, სინამდვილეში ყველგან აგებენ,“ - ამბობს ქადაგიძე.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.

 

მსგავსი სიახლეები