გააჩერეთ ეს კანონი! - მამუკა ხაზარაძე
"ვენეციის კომისიის დასკვნა, სამწუხაროდ, შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებები გავხსნათ ევროკავშირთან საქართველოს გაწევრიანებაზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კი, საფუძველს აძლევს დაიწყონ მუშაობა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე," - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.
მამუკა ხაზარაძე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება, სადაც პირდაპირ არის მთავრობის მიმართ მოწოდება, რომ ეს კანონი გაუქმდეს და წერს, რომ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირი მოლაპარაკებებს გაწევრიანებზე არ გაუხსნის. ხაზარაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გააჩერონ ეს კანონი.
ეს არის "ოცნების "რუსული პოლიტიკის" შედეგი. ეს არის პირდაპირი გზავნილი!
"რუსული კანონი" არღვევს საქართველოს მიერ ევროკონვენციით აღებულ ვალდებულებებს.
ამის შემდეგ სათქმელი აღარაფერი დარჩა, "ოცნების" ხელისუფლება საქართველოს დეკლარირებულ და კონსტიტუციით დადგენილ ინტერესებს ღალატობს!
გააჩერეთ ეს კანონი!" - წერს მამუკა ხაზარაძე.
ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
დასკვნა რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.