"ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“ - მაჭარაშვილი ვენეციის უმწვავეს დასკვნაზე

22.05.24 10:57
"ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“ - მაჭარაშვილი ვენეციის უმწვავეს დასკვნაზე

"ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“ - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ვენეციის უმწვავეს დასკვნას.

მაჭარაშვილის თქმით, დასკვნა თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას.

„ბოლოში რომ მიეწერა კომისიას „არა რუსულ კანონს“, აი ეს იყო შინაარსი. გარდა სამართლებრივი შენიშვნებისა მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც კანონპროექტთან დაკავშირებით წერს სამართლებრივ დასკვნას. ანუ, სამართლებრივ შენიშვნებს წერს კანონპროექტებთან დაკავშირებით.  ორი-სამი წინადადების გარდა, ჩვენ ვიხილეთ პრაქტიკულად პოლიტიკური აქცია – „არა რუსულ კანონს“, რომელიც, რეალურად, საქართველოში ჩავარდა. ბოლოს და ბოლოს უკვე ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ყოფილა ცუდი", - ამბობს მაჭარაშვილი.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები