"ეს რუსული კანონია!" - აუსტრევიჩუსი ვენეციის კომისიის უმკაცრეს დასკვნაზე

22.05.24 12:25
"ეს რუსული კანონია!" - აუსტრევიჩუსი ვენეციის კომისიის უმკაცრეს დასკვნაზე

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი ვენეციის კომისიის უმკაცრეს დასკვნას X-ზე ეხმაურება. მისი თქმით, „იგი რუსული კანონია!“

„ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია და დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ეს რუსული კანონია!“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები