ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, ძალიან იშვიათია - დეკანოიძე

22.05.24 13:42
ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, ძალიან იშვიათია - დეკანოიძე

"ევროოპტიმისტების" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ვენეციის კომისიის უმკაცრეს დასკვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი მკაცრი შეფასება, როდესაც კომისია პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი უნდა გაუქმედეს, იშვიათია.

დეკანოიძის თქმით, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ზუსტად იგივე კანონმდებლობა მიღებული იყო რუსეთში.

ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს, ძალიან იშვიათია.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს ან უნდა გაიწვიონ, რაც რეალურად ძალიან მკაცრი განცხადებაა. გარდა ამისა, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ზუსტად იგივე კანონმდებლობა მიღებული იყო რუსეთში და ხაზგასმულია თუ რატომ არის ეს კანონმდებლობა რუსული, რამაც 2012 წელს გამოიწვია მძიმე მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ასევე, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამ კანონის მსგავსება შეუსაბამოა ამერიკულ FARA-სთან, ვინაიდან ამერიკული FARA- ეს არის რეგისტრაცია ლობისტური კომპანიების და არ არის მიმართული კონკრეტულად სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ. ზოგადად, ვენეციის კომისიის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს კანონი მიმართულია მედიის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ასევე ყველა იმ კრიტიკული აზრის, რომელიც შეიძლება გამოითქვას, ლიმიტირებას და სტიგმატიზაციას ახდენს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს ეს კანონი, ძალიან იშვიათია”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები