არასამთავრობოები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა კი არა, არამედ "ოცნება" გეგმავს რევოლუციას - როთი კალაძეს

22.05.24 13:49
არასამთავრობოები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა კი არა, არამედ "ოცნება" გეგმავს რევოლუციას - როთი კალაძეს

არასამთავრობოები და საქართველოს ახალგაზრდა თაობა კი არა, არამედ "ოცნება" გეგმავს რევოლუციას  - გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი კახა კალაძეს სოციალურ ქსელ X-ზე პასუხობს.

კახა კალაძე, აშკარად არასწორად გაიგე რაღაც: 
არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა გეგმავს რევოლუციას, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!- წერს როთი.

მტრობაა, როდესაც დასავლეთი რევოლუციურ სცენარს აფინანსებს! მტრობაა, როდესაც დასავლეთი სხვადასხვა ორგანიზაციებს აფინანსებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართული პოლარიზაციაში! ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები! - ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

მსგავსი სიახლეები