სისულელეა! - კალაძე შტატებიდან გამოჟონილ სკანდალურ ინფორმაციაზე
"რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ "აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია" კალაძისთვის არასერიოზული და სისულელეა.
თბილისის მერმა "პირველების" ჟურნალისტს უთხრა, რომ მისთვის სერიოზული კითხვები დაესვა.
"სისულელეა და სისულელეს ნამდვილად ვაპირებ ვუპასუხო. სერიოზული კითხვები გაქვთ?" - ამბობს კალაძე.
რუსეთის აგენტები საქართველოს მთავრობაში - "აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
კანონპროექტზე მომუშავე პირი ამბობს, რომ MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.