"რუსეთის აგენტები მთავრობაში" - ოხანაშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" არავითარი ინფორმაციის გასაჯაროების არ ეშინია

22.05.24 15:00
"რუსეთის აგენტები მთავრობაში" - ოხანაშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" არავითარი ინფორმაციის გასაჯაროების არ ეშინია

"რუსეთის აგენტები საქართველოს მთავრობაში" - ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" არავითარი ინფორმაციის გასაჯაროების არ ეშინია.

ვისაც რა უნდა, გაასაჯაროოს - ასე ეხმიანება "ოცნების" დეპუტატი ოხანაშვილი "რადიო თავისუფლების" სკანდალურ სტატიას. 

"ქართული ოცნების" გუნდს არ ეშინია არც არავითარი ინფორმაციის გასაჯაროების და არც გამჭვირვალობის, განსხვავებით კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებისგან, რომლებიც გამჭვრივალობას პრობლემად მიიჩნევენ და კონკრეტული სხვა საკითხებისგან. ვისაც რა უნდა, გაასაჯაროოს. ჩვენ ვმუშაობთ გამჭვირვალედ, ჩვენს ვემსახურებით ქვეყანას და რაც გნებავთ, გინდათ გაასაჯაროვეთ, გინდათ ინფორმაცია გაავრცელეთ. ვისაუბროთ, მზად ვართ, ღია ვართ!"- ამბობს ოხანაშვილი.

რუსეთის აგენტები საქართველოს მთავრობაში - "აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც  ქართული პოლიტიკური  ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.

კანონპროექტზე მომუშავე პირი ამბობს, რომ MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.

მსგავსი სიახლეები