შანტაჟთან გვაქვს საქმე - ქადაგიშვილი შტატებიდან გამოჟონილ სკანდალურ ინფორმაციაზე
შტატებიდან გამოჟონილ სკანდალურ ინფორმაცია - "ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს რეალური პარტნიორობა არ არის, როდესაც "რაღაცის გამომზეურებაზე ლაპარაკობ".
საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია. თურმე, მათ აქვთ საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც გამოიყენებენ შანტაჟისათვის და საქართველოს არ აქვს უფლება, რომ მათი დაფინანსებით აქ მოქმედი ორგანიზაციები იყოს საზოგადეობისათვის გამჭვირვალე. სად არის ლოგიკა ამ ყველაფერში? თუ შენ რაღაცას ფლობ, სად იყავი აქამდე. ახლა დაგჭირდა ამის გამომზეურება? სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ აქ რეალურ პარტნიორობასთან, რაღაც გარკვეულ შანტაჟთან გვაქვს საქმე", - ამბობს ქადაგიშვილი.
რუსეთის აგენტები საქართველოს მთავრობაში - "აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
კანონპროექტზე მომუშავე პირი ამბობს, რომ MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.