"რუსეთის აგენტები მთავრობაში" - გეგელიას თქმით, ფარცხალაძე უკვე გამოვლენილია, თუმცა სხვა ბევრიც არსებობს
"რუსეთის აგენტები მთავრობაში" - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ოთარ ფარცხალაძე უკვე გამოვლენილია, თუმცა სხვა ბევრიც არსებობს, ამიტომაც გეგელია მიესალმება, თუ შტატები გამოავლენს საქართველოში რუსეთის ინტერესების პირდაპირ გამტარებლებს.
ერთი ასეთი, ფარცხალაძე უკვე იქნა გამოვლენილი. ფარცხალაძე არის ამ სისტემის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, არსებობს ძალიან ბევრი სხვა მაღალი რანგის პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მოქმედი პირი, რომელიც დღეს საქართველოში ღიად ატარებს რუსეთის ინტერესებს. ამიტომ მე მივესალმები ასეთი სიის არსებობას, მივესალმები იმას, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს, ვინ არიან საქართველოში რუსეთის ინტერესების პირდაპირ გამტარებლები, თუმცა პოლიტიკური კუთხით, მე შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, საქართველოში არის მძლავრი აგენტურა, მათ შორის ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და 84 პარლამენტარი მონა. ყველანი ესენი არიან რუსეთის დაწვერვის გავლენის აგენტები", - ამბობს გეგელია.
რუსეთის აგენტები საქართველოს მთავრობაში - "აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
კანონპროექტზე მომუშავე პირი ამბობს, რომ MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.