რა გამოსააშკარავებელია, "ოცნება" და ხელისუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით - გვარამია

22.05.24 15:33
რა გამოსააშკარავებელია, "ოცნება" და ხელისუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით - გვარამია

რა გამოსააშკარავებელია, "ოცნება" და ხელისუფლება სავსეა რუსეთის აგენტებით - ასე ეხმაურება "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია "რადიო თავისუფლების" სკანდალურ ინფორმაციას.

გვარამიას თქმით, ქართული მედიაც მუშაობს დიდი ხანია კონკრეტული პირების რუსულ კავშირებზე და კონკრეტული მტკიცებულებები ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

რა გამოსააშკარავებელია, სავსეა ქართული ოცნება და ხელისუფლება, რუსეთის აგენტებით, თუ იქნება კონკრეტული სახელები და გვარები, რაზეც ჩვენც გვაქვს ინფორმაციაც და ეჭვიც და ქართული მედია დიდი ხანია ამაზე მუშაობს, თქვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, და კონკრეტული მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ეს გასაგები იქნება, თუმცა ახლა რომელიმე რუსეთის აგენტს, რომელიც ღიად რუსულ საქმეს აკეთებს, გული გაუსკდება ამის გამო, ეს არ მგონია, მაგრამ მხილება ყოველთვის მნიშვნელოვანია", - თქვა ნიკა გვარამიამ.

რუსეთის აგენტები საქართველოს მთავრობაში - "აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც  ქართული პოლიტიკური  ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.

კანონპროექტზე მომუშავე პირი ამბობს, რომ MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.

მსგავსი სიახლეები