პირველი პასუხი "ქართულ ოცნებას" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვენეციის კომისიის წარმომადგენელთან

22.05.24 16:59
პირველი პასუხი "ქართულ ოცნებას" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვენეციის კომისიის წარმომადგენელთან

 

 

 

პირველი პასუხი "ქართულ ოცნებას" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვენეციის კომისიის წარმომადგენელთან. დასკვნის ავტორები გაოგნებულები არიან იმ ცილისწამებით, რომელიც რუსული კანონზე დაწერილი კრიტიკული შეფასების შემდეგ თბილისიდან მიიღეს. 

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, ვერონიკა ვილკოვა, რომელიც ერთ-ერთია იმ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც ამ კანონპროექტზე მუშაობდა "პირველებთან" ამბობს, რომ დასკვნა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ ევროპული სტანდარტით მომზადდა.

გაკვირვებული ვარ, რომ საუბარია თითქოს ვინმე როგორმე ამ პროცესში გარედან ჩაერთო, არც ვიცი ვისზე შეიძლება იყოს საუბარი. მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნაა, რომლებიც ხელმძღვანელობენ ევროპული სტანდარტით. 

ვენეციის კომისია სამართლებრივი ორგანოა და ნებისმიერს შეუძლია წაიკითხოს და ნახოს, რომ ეს არ არის პოლიტიკური მოსაზრება, ეს სამართლებივი ანალიზია. 

მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მესმის, განსაკუთრებით საქართველოდან, რადგან ვენეციის კომისიასა და საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ.  კომისიის მთავარ მოკავშირე ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთია და ალბათ ყველაზე მეტი მოსაზრება ვენეციის კომისიას ამ ქვეყნებიდან საქართველოს კანონმდებლობაზე მოუმზადებია და ეს ურთიერთთანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საკმაოდ პროდუქტიული. 

ეს მოსაზრება მომზადებულია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისად და საპარლამენტო ასამბლების მომართვის შემდეგ და მას ჰყავს ექსპერტთა ჯგუფი, რომლის სახელები და გვარები ცნობილია. ისინი მუშაობდნენ კანონპროექტის  ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად და ასევე ჰქონდათ ონლაინ შეხვედრები, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთნაც. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ეს არის საგანგებო მოსაზრება, რომელიც გამოქვეყნდა", - ამბობს ვენეციის კომისიის წარმომადგენელთან.

დგინდება, რომ გამოქვეყნებამდე დასკვნა საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა და არც ერთი შენიშნვნა არ ჰქონიათ, დასკვნის გასაჯაროების  შემდეგ კი იმაზე ლაპარაკი, რომ დოკუმენტი არაკომპეტენტური ექსპერტების მიერ არის დაწერილი, ვენეციის კომიიისთვის გამაოგნებელია.

ჩვეული სტანდარტია. როცა ვენეციის კომისია დასვკნას მოამზადებს, მის გამოქვეყნებამდე ეროვნულ მთავრობას უგზავნის. იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე არასწორი. შეცდომას ვერ დავარქმევ, უფრო უზუსტობების გამოსწორებას ემსახურება. ახლაც ასე მოხდა, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია რაიმე კომენტარი საქართველოს ხელისუფლებისგან ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ. რთულია რაიმე ითქვას მტკიცებაზე, რომ თითქოს დოკუმენტი არასწორ ინფორმაციას შეიცავს, რადგან თუ ასეთი რამ ითქვა, ჩემთვის უცნობია, რა არის არასწორი ან არაზუსტი", - ამბობს ვილკოვა.

ინტერვიუში, ევროსაბჭოს კანონების იურდიული რევიზიის ჯგუფი მიანიშნებს, რომ თუ ამ კანონს "ქართული ოცნება" მაინც მიიღებს, მისი გაუქმება ევროსასამართლოს მოუწევს, როგორც ეს უნგრეთის შემთხვევაში მოხდა. 

თუ გათვალისწინებული არ იქნება, არის შანსი, რომ ასეთი დასკვნა მომავალში ვიხილოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან. ასეთი გამოცდილება უკვე არსებობს. რუსეთისა და უნგრეთის მაგალითები ამას მოწმობს. საქართველო ასევე უნდა ელოდოს, რომ ევროპული სასამართლო ასეთივე კრიტიკული იქნება ამ კანონთან დაკავშირებით", - აცხადებს "პირველებთან ვენეციის კომისიის წარმომადგენელი.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას კატეგორიულად ურჩევს, რომ რუსული კანონი გააუქმოს - ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნაში საუბარია, რომ კანონი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ვენეციის კომისიას "ქართულ ოცნებაში" უპასუხეს - მმართველი გუნდის დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვენეციის კომისია გააკრიტიკა.

 

მსგავსი სიახლეები