"რღვევა სისტემაში" და "მოსალოდნელი სანქციების" შიში - რას შეეწირა ირაკლი შოთაძის თანამდებობა?
ირაკლი შოთაძის მოულოდნელი გადადგომა განხილვის მთავარი თემაა - "ქართული ოცნების" ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ სისტემამ ნგრევა დაიწყო.
პოლიტიკოსები მეორედ გადამდგარ ყოფილ მთავარ პროკურორს ურჩევენ, რომ ღიად თქვას, რას შეეწირა მისი თანამდებობა.
ეს არანაირი ჰეროიდული აქტი არ არის, იმიტომ რომ მათი სიტყვის ნდობა არ არსებობს. თუ ნამუსმა გაიღვიძა მასში, ან სანქციების შიშია, უნდა გამოვიდეს და თქვას.
ბოლო 10 წელიწადში არ არსებობს ამ ქვეყანაში ბოროტება, ამ სიტყვის ყველაზე ვერაგული გაგებით რაში პროკურატურას და კერძოდ შოთაძეს მონაწილეობა არ აქვს მიღებული. ახლა რომ ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება ჰეროიკაა, ეს ასე არ არის, ჰეროიკა იქნება მაშინ, თუ ის გამოვა და ყველაფერს იტყვის"- ამბობს გიგი უგულავა.
სისტემის რღვევაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე. მისი თქმით, ეს ქართველი ხალხი პროტესტის პირდაპირი შედეგია.
მისივე თქმით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდი მასშტაბები უნდა შეიძინოს.
ბობოხიძე დარწმუნებულია, რომ წასვლის სერია ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგაც გაგრძელდება.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, ბორის ჩელე ყურუა ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს სანქციების ეშინიათ და ირაკლი შოთაძის გადადგომაც სავარაუდოდ ამის მანიშნებელია.
"ნებისმიერი წასვლა აჩენს იმის ეჭვს, რომ ეშინიათ სანქციების, იმ ინფორმაციის, რომელიც გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ მათ აქვთ ინფორმაციები, რასაც "ქართული ოცნების" სახელის გატეხა და რეპუტაციის შელახვა შეუძლია. საბოლოო ჯამში, არა მგონია, რომ ეს არ არის უკანასკნელი წასვლა და კიდევ უამრავ ადამიანს ვიხილავთ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დატოვებენ ამ პარტიას" - დასძინა მან.