"საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მკაფიო განაცხადი" - ხარშილაძე კობახიძის ირანში ვიზიტზე

23.05.24 17:29
"საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე მკაფიო განაცხადი" - ხარშილაძე კობახიძის ირანში ვიზიტზე

ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ეს ფაქტი იმის დადასტურება და იმსი მკაფიო განაცხადია, რომ საქართველოს პოლიტიკური კურსი იცვლება.

ხარშილაძის თქმით, ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ისეთ ქვეყანაში ჩვენი ნებით შევიდეთ, საიდანაც ხალხი გარბის.

ირანი ეხმარება რუსეთს უკრაინელ ხალხთან ბრძოლაში. გამომდინარე იქედან, რომ მეზობლები არიან და გართულება არ გვინდა, შეიძლებოდა, ვიღაცის გაგზავნა სამძიმარზე, მაგრამ ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ნამდვილად არ უნდა მიდიოდეს. ეს არის ძალიან მკაფიო განაცხადი იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკური კურსი იცვლება. ანუ, იცვლება ევროპიდან რუსეთისკენ და იცვლება ამერიკიდან ირანისკენ. არ ვიცით ჩვენ, რატომ და როგორ უნდა მივცეთ ჩვენს ხელისუფლებას უფლება, რომ ისეთ ქვეყანაში ჩვენი ნებით შევიდეთ, საიდანაც ხალხი გარბის", - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

საქართველოს პრემიერი ირანში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა.  აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა. ამასთან, ცნობილია, რომ დემოკრატიული სამყაროს არცერთი ლიდერი ირანში არ ჩასულა, თუმცა თეირანში იყვნენ რუსი მაღალჩინოსნები. რუსული  და ქართული სამთავრობო ბორტები გვერდი-გვერდ იდგნენ. 

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავით ირანში, სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობის მისაღებად, რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე -  ვიაჩესლავ ვოლოდინი იმყოფებოდა.

ვის ელოდებოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ირანში? რა დგინდება რადარის ჩანაწერებით, ნახეთ აქ.

მსგავსი სიახლეები