ამერიკის სენატში, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგნელების სანქცირების აქტი ინიცირდება - ვინ ხვდება შავ სიაში

23.05.24 19:59
ამერიკის სენატში, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგნელების სანქცირების აქტი ინიცირდება - ვინ ხვდება შავ სიაში

 

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ამერიკის სენატში, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგნელების სანქცირების აქტი ინიცირდება.

ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ივანიშვილის რეჟიმის შესაჩერებლად ამერიკის შეერთებული შტატები უპრეცედენტო ნაბიჯებზე მიდის. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი ხდება,  რომ საქართელოს “მეგობარი” აქტის პარალელურად საქართველოსთან დაკავშირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში. ამის შესახებ ინფორმაცია ამ წუთებში “ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ამერიკის ხმის თანახმად სენატში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება. ეს დოკუმენტი არის საფუძველი რუსული კანონის მიღებაზე - პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ. ეს არის სანაციების დაწესება მათთვის.

ამერიკის ხმის გავრცელებული ინფორომციის თანახმად, ჯინ შაჰინის და ჯიმ რიშის ინიცირებული კანონპროექტი, ასევე ითვლისწინებს , იმ პირების სანქცირების ივანიშივლის რეჟიმიდან, ვინც პასუხსგებიალია საქართველოში კორუფციაზე და ადამიანის უფლებების დარღვევევაზე.

ვის დაუწესდება სანქციები? კანონპოექტის თანხმად, საქმე ეხება არა მხოლოდ ივანიშივლის რეჟიმის წარმოამდგენლებს არამედ, მათი ოჯახის წევრებს, ანუ შვილებს, ცოლებს და სხვა ახლო გარემოცვას. “ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს.

პირველი - სახელმწიფო დეპარტამენტი ვალდებული ხდება არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველ ინდივიდებზე, ანუ ივანიშვილის რეჟიმზე და მათ წარმომადგენლებზე.  

  •  განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის:
  • სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის.
  • ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირი გამოთხრაში და
  • სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ , რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.
  •  სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.
  • აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას.”,

ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს, აშშ-ს სენატი იღებს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით და გამოჰყოს მათვის არა არანაკლებ 50 მილიონი დოლარის დახმარება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.

  •  ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
  • გამოჰყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.
  •  ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.
  • მოითხოვს ორი ანგარიშის შედგენას, რათა შეფასდეს (1) უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი საქართველოში და (2) ძალისხმევა ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად".

კანონპროექტის ინიცირება, სენატში ამ კვირაში მოხდება. სენატორებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიზანია იმ პირების დასჯაა, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე არიან პასუხისმგებელი და ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.

ეს არის სენატში მომზადებული კანონრპექტი და პარალელურად მზადაა უკვე კონგრესში მანამდე დაანოსნებული "მეგობარი აქტი".  ანუ სენატი და წარმომადგენლობითი პალატა ორივე უპრეცედენტო მოქმედებაზე გადადიან. ამ ფონზე კი ხელისუფლებაა პანიკაშია.

მსგავსი სიახლეები