რას ამბობს სანქცირებაზე ამერიკული არდადეგების მოყვარული დეპუტატი
რას ამბობს სანქცირებაზე ამერიკული არდადეგების მოყვარული დეპუტატი? - ალუდა ღუდუშაური, რომელსაც სოციალურ ქსელში აშშ-ში დასვენების არაერთი ფოტო უდევს, დღეს ჟურნალისტებთან აშშ-ის სანქციებზე სასაუბროდ არ გაჩერდა.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ჟურნალისტების კითხვებს აგრესიულად პასუხობდა და მთელი შენობა ისე გაიარა, რომ მედიასთან არ გაჩერდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, მისი აგრესია ხომ არ უკავშირდება სანქციებს, პასუხობს, რომ "ძალიან მაგარ (ხასიათზე ვარ)".
საერთოდ არ მინდა, რომ მოგცეთ კომენტარი,“ - ამბობს ალუდა ღუდუშაური.
რაც შეეხება კითხვას, რომ ის ამერიკაში ვეღარ წავა და სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრებზეც გავრცელდება ეს სანქცია, მისი პასუხი ასეთია:
(ჟურნალისტი: ამერიკაში ვეღარ წახვალთ) - ძალიან კარგი," - ამბობს ღუდუშაური.
მაგალითად, 2022 წელს რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" დეპუტატი ნიუ იორკში მედისონ ავენიუზე პოზირებდა. მსოფლიოს დედაქალაქთან ერთად ამერიკაში ღუდუშაური ნიაგარას ჩანჩქერის სანახავად იმყოფებოდა.
( ჟურნალისტი: სელფებს ვეღარ გადაიღებთ ამერიკაში, ბატონო ალუდა) ყაზბეგში გადავიღებ. რატომ უნდა მეშინოდეს," - ამბობს ღუდუშაური.
აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას დღეიდან იწყებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.