ვის შეიძლება დაუწესდეს სანქციები? - რა წერია სენატში ინიცირებულ "ქართველი ხალხის აქტში"
სანქცირების პროცესი დაიწყო და არ ეხება მხოლოდ რუსული კანონის მიმღებ პირებს. ორ პარტიული კანონპროექტით რომელიც სენატში შევიდა, დგინდება, რომ სანქციების სიაში მოექცევიან პარლამენტის თანამშრომლები, საკრებულოების წევრები და ხელმძღვანელი პირები რეგიონებიდან, მერიების და მერიის დაფუძნებული აიპების თანამშრომლები, ყველა ვინც ადამიანების დაშინებაში, დევნასა და ტერორში იქნებიან მხილებულები. ყველა ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მთავარი სანქციების არეალში ექცევიან ძალოვანები, სპეცრაზმელები პოლიციელები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპრეცედენტო მასშტაბი მისცა სანქცირების საქმეს, რადგან შეისწვლიდან 2012 წლიდან დღემდე, ყველა მოქმედებას - ფინანსური, ქონებირივი და სავიზო სანქცირება ეხება, არა მხოლოდ ამ პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები შესაძლოა დაუწესდეს:
“(1) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი.
(2) ნებისმიერი პირი, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით.
(3) (1) პუნქტში აღწერილი თანამდებობის პირის ან (2) პუნქტში აღწერილი პირის უახლოესი ოჯახის წევრი.”- წერია დოკუმენტში.
სავიზო შეზღუდვები და სანქციები ამ კანონპროექტში სამართალდამცველებიოსა და სამართალდამცველი ორგანოების მარალჩინოსნებისთვის ცალკეა გაწერილი. ასევე იმ პირებისთვისაც, ვინც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უქმნის საფრთხეს.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებისკენ მიმართული ქმედებები, საქართველოში კორუმპირებული ან ოლიგარქიული ძალების არასათანადო გავლენის გამო, წარმოადგენს კორუფციის ფორმას. შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს ვიზის, მოგზაურობის შეზღუდვები ან სანქციები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნებისმიერი ქმედებაზე, რომელიც ხელს უშლის საქართველოს წინსვლას, ევროატლანტიკური ინტეგრაციას, რაც მოიცავს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ან დაშინების აქტებს, მოქალაქეების სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრების წინააღდეგ.
დოკუმენტში ასევე გაწერილია ყველა იმ პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება, რომლებცი პირდაპირ შეგნებულად ან შეუგნებლად ჩართულნი იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებდა.
სანქციები გამოიყენება ნებისმიერი უცხო პირის მიმართ ვინც, (1) არის პასუხისმგებელი, თანამონაწილე, ან უშუალოდ ან ირიბად ჩართული ან ცდილობდა ჩაერთოს ქმედებებში ან პოლიტიკაში, მათ შორის შეკვეთის, კონტროლის ან სხვაგვარად მიმართულ ქმედებებზე, რომლებიც განკუთვნილია, რათა შელახოს საქართველოს მშვიდობა, უსაფრთხოება, სტაბილურობა, სუვერენიტეტი ან ტერიტორიული მთლიანობა.
"ქართველი ხალხის აქტში" ცალკეა გამოყოფილი რუსეთის მავნე გავლენები და კორუფციული ქმედებები, შესაბამისად სანქციების კანდიდატებში არიან, ყველა კორუფციაში მხილებული პირები.
შეერთებულმა შტატებმა განიხილოს სანქციები გარკვეული პირების ქონების ბლოკირებასთან დაკავშირებით - მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევაში ან საზიანო უცხოური ქმედებებისთვის საქართველოში, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია.
ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ივანიშვილის რეჟიმის შესაჩერებლად ამერიკის შეერთებული შტატები უპრეცედენტო ნაბიჯებზე მიდის. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართელოს “მეგობარი” აქტის პარალელურად საქართველოსთან დაკავშირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში.
რას მოიცავს "ქართველი ხალხის აქტი" ნახეთ აქ.