შეუძლებელია, ამ სანქციებმა ისე ჩაიაროს, რომ ივანიშვილს რაიმე ფორმით არ შეეხოს - ხიდაშელი
შეუძლებელია, ამ სანქციებმა ისე ჩაიაროს, რომ ივანიშვილს ის რაიმე ფორმით არ შეეხოს - ამის შესახებ თავდავის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პირველებთან განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, თუ აქამდე ივანიშვილს თეორიულად მაინც ეგონა, რომ მას ეს სანქციოები არ შეეხება, "ქართველი ხალხის აქტის" შემდეგ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია.
შეუძლებელია, ამ სანქციებმა ისე ჩაიაროს, რომ ბიძინა ივანიშვილს ის რაიმე ფორმით არ შეეხოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პერიოდი ზუსტად იყოს დადგენილი. რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ამის მიღმა არავინ არ არის. თუ აქამდე ივანიშვილს თეორიულად მაინც ეგონა, რომ მას ეს არ შეეხება, ამ აქტის შემდეგ, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია მარტივად, თუ არაფერი არ შეიცვალა, ეს ყვეალფერი მასაც შეეხოს. ყველაფერი, რა ამასთან კორელაციაში მოვა, იქნება ეს გამოვლენილი კორუფციული შემთხვევები, იქნება ეს გამოვლენილი პროპაგანდის შემთხვევები, იქნება ეს გამოვლენით გავლენებით ოპერირების და მანიპულირების შემთხვევები, თუ კონკრეტული ძალადობის აქტები სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა დემონსტრაციების დროს, სხვადასხვა მოქმედებებისას, ყველაფერი ეს დაექვემდებარება ამ კანონს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მაყურებელმა იცოდეს, ამ კანონპროექტებს აქვთ როგორც დემოკრატების, ისე რეიგანის რესპუბლიკელების, ასე ტრამპის რესპუბლიკელებსი მხარდაჭერა", - ამბობს ხიდაშელი.
სანქცირების პროცესი დაიწყო და არ ეხება მხოლოდ რუსული კანონის მიმღებ პირებს. ორ პარტიული კანონპროექტით რომელიც სენატში შევიდა, დგინდება, რომ სანქციების სიაში მოექცევიან პარლამენტის თანამშრომლები, საკრებულოების წევრები და ხელმძღვანელი პირები რეგიონებიდან, მერიების და მერიის დაფუძნებული აიპების თანამშრომლები, ყველა ვინც ადამიანების დაშინებაში, დევნასა და ტერორში იქნებიან მხილებულები. ყველა ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მთავარი სანქციების არეალში ექცევიან ძალოვანები, სპეცრაზმელები პოლიციელები.
ცნობისთვის, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ივანიშვილის რეჟიმის შესაჩერებლად ამერიკის შეერთებული შტატები უპრეცედენტო ნაბიჯებზე მიდის. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართელოს “მეგობარი” აქტის პარალელურად საქართველოსთან დაკავშირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში.
რას მოიცავს "ქართველი ხალხის აქტი" ნახეთ აქ.