საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

16.03.21 16:35
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას პარლამენტის აპარატი ავრცელებს. 

გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. აღნიშნული ფაქტის გამო, ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები , -  ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები