ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პასუხი პაპუაშვილს: ჩვენ არაფრის სტიგმატიზებას არ ვახდენთ
"გამოყენებული იქნა სიტყვები სტიგმატიზაცია და კრიტიკა, მინდა ღიად ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის სტიგმატიზებას არ ვახდენთ", - ასე პასუხობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს როუსოპოლოსი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს.
შალვა პაპუაშვილი დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე თავს იმართლებდა და ამტკიცებდა, რომ კანონი რუსული არ არის. ასევე, პაპუაშვილი ევროპელი პარტნიორების წინაშე ამტკიცებდა, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზება.
გამოყენებული იქნა სიტყვები სტიგმატიზაცია და კრიტიკა, მინდა ღიად ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის სტიგმატიზებას არ ვახდენთ, ჩვენგან ისმის კრიტიკა, წევრი ქვეყნები არიან ვალდებულები და აქვთ კრიტიკის უფლება მაშინ, როდესაც კავშირი თვლის, რომ ჩანს საფრთხე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს," - თქვა ეოდოროს როუსოპოლოსმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი.