500 ლარიანი ჯარიმა გზის გადაკეტვის გამო - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების საქმეები სასამართლოში გრძელდება
500 ლარიანი ჯარიმა გზის გადაკეტვის გამო! რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების საქმეების განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ფაქტობრივად არ დარჩენილა ადამიანი, ვინც მოსამართლეებმა არ დააჯარიმეს. მეტიც საქმე იქამდე მივიდა, რომ მოსამართლის მიერ ორი შანსის მიცემის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხდომაზე მტკიცებულებები სრულფასოვნად ვერ წარადგინა, თუმცა მოსამართლეებისთვის ხელისშემშლელი არც ეს ფაქტორი აღმოჩნდა.
ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნინო ენუქიძემ 6 აქტივისტს 500-500 ლარიან ჯარიმები გამოუწერა.
აქტივისტები ამბობენ, რომ ჯარიმების არ ეშინაით და რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.
სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. დაგვაჯარიმეს 500 ლარით რამდენიმე ადამიანი. გევდავებიან პარლამენტის წინ გზის უკანონოდ გადაკეტვას. არ აქცევს არავინ ყურადღებას მტკიცებულებებს. თვითონ შსს-მ რა ვიდეოც წარმოადგინა, ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო აქციაზე, მაგრამ არავინ არაფერს ყურადღებას არ აქცევს, უბრალოდ გვაჯარიმებენ", - ამბობს აქციის მონაწილე.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ აქტივისტების დასახმარებალდ შეიქმნა სპეციალური გვერდი, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ თანხა ჩარიცხონ და აქტივისტებს ჯარიმების გადახდაში დაეხმარონ.