საქართველოსთან დაკავშირებით EU-ს საგარეო მინისტრები ორშაბათს იმსჯელებენ - რას უყვება "პირველებს" წყარო ბრიუსელიდან
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ, დღის წესრგში საკითხი უკვე ჩაჯდა.
სხდომაზე, რომელიც ორშაბათს გაიმართება, მინისტრები იმსჯელებენ, რა საპასუხო ზომები უნდა მიიღონ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტი ვეტოს დაძლევს და კანონი ამოქმედდება.
"პირველებს" წყარო ევროკავშირიდან უყვება, რომ განიხილება რამდენიმე ვერსია:
1. საქართველო ევროკავშირში გაწევიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერება;
2. უვიზო მიმოსვლის შეჩერება და სანქციები.
უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო, სანქციების დასაწესებლად 27-ის. მოლაპარაკებების შეჩერებისთვის კი საკმარისია ერთმა ქვეყანამ არ დაიჭირო მხარი საქართველოსთან მოლაპრაკების გახსნას, რომ საკითხი ჩავარდება და პროცესი შეჩერდება.
წყარო "პირველებს" ევროკავშირიდან უყვება, რომ ამ ორშაბათს ყველა ქვეყანა საპასუხო ზომების მის გეგმას წარმოადგენს და პოზიციები შეჯერდება, თუმცა საპასუხო ნაბიჯებს ევროკავშირის მხოლოდ ვეტოს დაძლევის შემდეგ გადადგამს.