რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ არ აქვთ უფლება, შემოვიდნენ დაზარალებული ჟურნალისტები? - დეკანოიძე

18.07.21 13:00
რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ  არ აქვთ უფლება, შემოვიდნენ დაზარალებული ჟურნალისტები? - დეკანოიძე

რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ , - ამ კითხვით დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ბიუროს სხდომაზე მიმართა.

ბატონო კახა, მე მაინტერესებს ერთი რამ, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე გამჭვირვალე ორგანო, მათ შორის ჟურნალისტებისთვის, რა ხდება ისეთი, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, პარლამენტი დაკეტოთ, ყაზარმად გადააქციოთ.რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ ამ შენობაში არ აქვთ უფლება, შემოვიდნენ დაზარალებული ჟურნალისტები. არ აქვს უფლება, შემოვიდნენ ის ადამიანები, ვინც დაკარგა კოლეგა, ვისაც მოუკლეს კოლეგა, რატომ აკეთებთ ამას. არც წინა სხდომაზე არ შემოუშვით ჟურნალისტები. მიეცით ჟურნალისტებს პირობა, რომ ყველას შემოუშვებთ“, - თქვა  ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ყველა ჟურნალისტზე, ვისზეც მოთხოვნა იყო, საშვი დაშვებულია.

მსგავსი სიახლეები