სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ დაუსვას პირდაპირ კითხვა გომელაურს, ამიტომ არიან დეპუტატები - კუჭავა
"სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ დაუსვას პირდაპირ კითხვა გომელაურს",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ცოტა ხნის წინ ბიუროს სხდომაზე თქვა. მისი თქმით, საშვები იმ ჟურნალისტებზე გაიცა, რომელთა გვარები სიაში იყო.
სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა, დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას.ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ. ასევე გვესმის, რომ მოთხოვნა, „შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ“, არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა. მნიშვნელოვანია, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, ჩატარდეს შეფერხების გარეშე. ხმას ვერ ამოიღებს ვერავინ იმაზე, რომ ვინმე კონკრეტულზე არ გავეცით საშვი. საშვები გაცემულია იმ სიის მიხედვით, რაც თვითონ მედიასაშუალებებმა გამოგზავნეს. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ პირდაპირ პირადად კითხვა დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი“, – თქვა კახა კუჭავამ.