შაჰინი: ჩემი კანონპროექტი დააწესებს ჯარიმებს იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე
"ჩემი კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
ძალიან შემაშფოთებელია საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება. ჩემი კანონპროექტი ["ქართველი ხალხის აქტი"] დააწესებს ჯარიმებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე და გადააფასებს აშშ-ს დახმარებას, ამასთან, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ" - წერს სენატორი შაჰინი.
სანქცირების პროცესი დაიწყო და არ ეხება მხოლოდ რუსული კანონის მიმღებ პირებს. ორ პარტიული კანონპროექტით რომელიც სენატში შევიდა, დგინდება, რომ სანქციების სიაში მოექცევიან პარლამენტის თანამშრომლები, საკრებულოების წევრები და ხელმძღვანელი პირები რეგიონებიდან, მერიების და მერიის დაფუძნებული აიპების თანამშრომლები, ყველა ვინც ადამიანების დაშინებაში, დევნასა და ტერორში იქნებიან მხილებულები. ყველა ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მთავარი სანქციების არეალში ექცევიან ძალოვანები, სპეცრაზმელები პოლიციელები.