26 მაისს, 21:00 საათზე, ორბელიანების სასახლის წინ იგეგმება პრეზიდენტის მიმართვა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 26 მაისს, ორბელიანების სასახლის წინ, 21:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს.
მათივე ცნობით, დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი გიგაშვილი, ანსამბლი "შავნაბადა", სუხიშვილები, ლიზი რამიშვილი, მარიამ ქირია, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - კახი სოლომნიშვილი.
შეგახსენებთ, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას 26 მაისს კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა.