"საჭირო და მნიშვნელოვანი ქარტიაა" - "ლელო" პრეზიდენტის შეთავაზებულ გეგმას შეუერთდება

26.05.24 22:29
"საჭირო და მნიშვნელოვანი ქარტიაა" - "ლელო" პრეზიდენტის შეთავაზებულ გეგმას შეუერთდება

"ლელო“  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“ უერთდება. აღნიშნულის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის შეთავაზებული გეგმა ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს. 

„ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა, ქვეყნისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ვალდებულებია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ვალდებულებია. ამიტომ, „ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.  

მსგავსი სიახლეები