მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს - გიორგი ვაშაძე "ქართულ ქარტიაზე"
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" მიესალმება. ოპოზიციონერი ლიდერი ფირქობს, რომ გამარჯვების მიღწევა სწორედ დიდი ერთიანობით არის შესაძლებელი.
„ვფიქრობ, რომ ზოგადად დიდი ერთიანობით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას. ახლა, ღონისძიების პარალელურად ჭავჭავაძიდან მოვდივარ, იქაც ბევრი ხალხია, ეროვნული ერთიანობა იქ არის, ეს ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ, რომ ქვეყნის დიდი აღმშენებლობა დავიწყოთ. ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ვალდებულება უნდა ავიღოთ, რომ იმ რეფორმებს, რაც ხალხს უნდა, ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანებისთვის უმოკლეს ვადაში შევასრულებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.