რა ბედი ელის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსს? - რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში"
რა წერია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაში" გენერალური პროკურორი აირჩევის წესზე, სუსისა და შსს-ს საქმიანობაზე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ:
- გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი კვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით. საპროკურორო საბჭო კი გაძლიერდება.
- სუსი და შსს ძალაუფლების დეკონსტრუქციის მიზნით ძირეულ რეფორმას გაივლიან და თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისგან.
რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის გაძლიერდება და მიენიჭება რეალური დამოუკიდებლობა, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავთა ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
"ქართული აქტის" თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტო გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მიენიჭება რეალურ ბერკეტები. მას ექნება კორუფციულ საქმეებზე გამოძიების უფლებამოსილება. მის ხელმძღვანელებს აირჩევს პარლამენტი და მის წინაშე იქნება ვალდებული.
რას ითვალისწინებს პრეზიდენტის "ქართული ქარტია" - ვრცლად ნახეთ აქ